18 თებერვალს, კულტურის სამინისტროში ცნობილი მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა .
”სულხან ცინცაძე”, “ელისო ვირსალაძე” და ”მოგონებები” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
პრეზენტაციას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე და ღონისძიების ოგანიზატორი მარინე ჩიხლაძე უძღვებოდნენ.
კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა ცნობილ მუსიკისმცოდნეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნანა დიმიტრიადი, თემურ გუგუშვილი, ნანა ავალიშვილი, გოგა შავერზაშვილი, ლიზა რამიშვილი, სოსო ჯუღაშვილი, ლელა უსეინაშვილი, ეკა ბოკუჩავა.
http://culture.gov.ge/About-Us/Gallery/khelovnebis-qurumi-gulbat-toradzes.aspx