პიანისტთა მე–8 მსოფლიო კონფერენცია
29.02.2016
2016 წლის 27 ივნისიდან 3 ივლისამდე ქალაქ ნოვი სადში (სერბეთი) ფორტეპიანოს პედაგოგთა მსოფლიო ასოციაცია (World Piano Teachers Association) მართავს პიანისტთა მე- 8 მსოფლიო კონფერენციას.
1. სალექციო; 2. ლექცია-კონცერტი; 3. კონცერტი (სოლო, საფორტეპიანო დუეტი, კამერული ჯგუფი). 4. შესაძლებელია დასწრების გარეშე მონაწილეობა ჩანაწერის გაგზავნის საშუალებით (CD, DVD, Power Point, ან სტანდარტული ტექსტი, რომელსაც წაიკითხავენ).
ფორტეპიანოს პედაგოგთა მსოფლიო ასოციაცია (WPTA) მართავს, აგრეთვე, საერთაშორისო კონკურსს შემსრულებელთა და კომპოზიტორთათვის. მონაწილეობა შესაძლებელია ჩანაწერის გაგზავნის საშუალებით. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ 2016 წლის 30 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის: office@wpta.info
|
|