07.03.2016 19:00 საათი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია წარმოგიდგენთ მულტიმედიური კონცერტს: ოლივიე მესიანი VISION DE L'AMEN და მაკა ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ეკა ჭაბაშვილი.
მონაწილეობენ: ნინო და თამარ ჟვანიების საფორტეპიანო დუეტი, რეზო კიკნაძე-ლაივ ელექტრონიკა.
ფრანგი კომპოზიტორის, ოლივიე მესიანის დიდებული და იმავდროულად, მისტიური მუსიკა დებიუსის, სტრავინსკის, ბალინეზური მუსიკისა თუ შუა საუკუნეების გრიგორისეული ქორალის იდეების საფუძვლეზე აღმოცენდა. თუმცა, მისი შთაგონების უმთავრესი წყარო ფრინველები, კათოლიკური რწმენა და პიანისტი ივონ ლორიო გახლდათ - მესიანის სტუდენტი, მეუღლე და მუზა.
“ამინის ხილვები” ორი ფორტეპიანოსათვის მესიანმა 1943 წელს შექმნა, ომის ტყვეთა ბანაკის დატოვების შემდეგ. დუეტი ლორიოსთან თანამშრომლობის პირველი ნიმუშია. “ამინის ხილვების” პრემიერა იმავე წელს გაიმართა, ოკუპირებულ პარიზში.
სულ რაღაც 42 წლის შემდეგ “ამინის ხილვები” თბილისში შესრულდა ნუნუ ჭელიძისა და მაია მშვილდაძის მიერ. ნინო და თამარ ჟვანიებმა გადაწყვიტეს, ეს შესანიშნავი ციკლი შეასრულონ მათთვის, ვისაც არ ჰქონდა ამ არაჩვეულებრივი მუსიკის ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობა. მათ ასევე სთხოვეს სამ წამყვან ქართველ კომპოზიტორს, ამ ფაქტთან დაკავშირებით შეექმნათ საფორტეპიანო ნაწარმოებები, რომლებიც მიეძღვნებოდა ოლივიე მესიანსა და მის “ამინის ხილვებს”. მესიანით შთაგონებულმა მაკა ვირსალაძემ, ეკა ჭაბაშვილმა და რეზო კიკნაძემ დაწერეს ნაწარმოებები, რომლებიც ითხოვს არა მარტო ფორტეპიანოს, არამედ ორგანის (მესიანის საყვარელი საკრავის), დასარტყამების, ცოცხალი-ელექტრონიკისა და ვიდეო-ინსტალაციის მონაწილეობას.
კონცერტის ყველა მონაწილე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენელია. კონსერვატორიის რექტორის ხელმძღვანელობით, ქართველი მუსიკოსები თავიანთ პატივისცემას გამოხატავენ პარიზის კონსერვატორიის ერთ-ერთი უდიდესი პროფესორისა და გენიალური კომპოზიტორის ოლივიე მესიანის მიმართ.
კონცერტის პროგრამა