პარასკევს, 21 ოქტომბერს 16:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პირველი საჯარო ლექცია-კონცერტი გაიმართება.
პირველ ლექცია-კონცერტს თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნინო ჟვანია წარუძღვება, რომელიც მსმენელს მოუთხრობს, თუ როგორ შეიქმნა კლასიკური მუსიკა. წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკის ნიმუშები ახალგაზრდა მუსიკოსების შესრულებით და გამოყენებული იქნება აუდიო-ვიდეო მასალა.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა “მე მიყვარს კლასიკური მუსიკა” კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.
2016/2017 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება 10 ერთსაათიანი საჯარო ლექცია-კონცერტების მეორე სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა ეპოქას, რომელიც თავის მხრივ სხვადასვა ჟანრს, სტილს,და კომპოზიტორს გააერთიანებს. თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები: კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია და მირიან ხუხუნაიშვილი.
კონცერტები ჩატარდება თვეში ერთხელ 2016 წლის ოქტომბრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2016/2017 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად მოქმედებს სპეციალური აბონემენტი, ასევე კონკრეტულ კონცერტზე მოსახვედრად შესაძლებელია ერთჯერადი ბილეთის შეძენა.
წამყვანები