2015-16 სასწავლო წელი იწყება 17 სექტემბერს
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს
დეკანატებში 10 – 15 სექტემბერს
ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია:
1. კონსერვატორიაში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა კონსერვატორიაში დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.
2. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტებზე.
3. ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ ბანკში სწავლის საფასურის გადახდას (საბანკო რეკვიზიტები). გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასლი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში.
4. კონსერვატორიაში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება წელიწადში 2 ჯერ, ხოლო თანხის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს წელიწადში 4 ჯერ თანაბარი პროპორციით.
აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია:
1. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს ყოველი სემესტრის დაწყებამდე სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას.
2. აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია მიმართოს შესაბამის დეკანატს, რომელიც უზრუნველყოფს ამ სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას.
3. ყველა პირველკურსელი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები.
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია ვრცელდება საგნობრივი დავალიანების მქონე სტუდენტებზეც!
რეგისრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!
შენიშვნა:
საბაკალავრო პროგრამაზე "მუსიკა და დღევანდელობა" ჩარიცხულმა პირველკურსელმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ:
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი;
• 6 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე);
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
• სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მისი ასლი (საბანკო რეკვიზიტები).