Wings for Life მსოფლიო რბენა
16.03.2016
მასშტაბური სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან, საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართება.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2016 წლის მსოფლიო რბენაში, საქართველოში წელს 6000 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეების რეგისტრაცია გაგრძელდება ლიმიტის ამოწურვამდე.
მონაწილეობის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს და პირდაპირ ირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
მსოფლიო რბენის მიზანია, Wings for life ფონდისთვის თანხების მოძიება, შესაბამისად რეგისტრაციიდან და სპონსორობიდან შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება (სამეცნიერო და კლინიკური კვლევების დაფინანსება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების განკურნების გზების აღმოჩენისა და გლობალური პრობლემის მოგვარების მიზნით)
2015 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა.
|
|