აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
31.07.2015
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2015 - 2016 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:
- საშემსრულებლო ხელოვნება. სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, კამერული ანსამბლი, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, საორკესტრო საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, ფლეიტა, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, ტრომბონი, ტუბა), აკადემიური სიმღერა.
- სამუსიკისმცოდნეო კვლევები. სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია.
- კომპოზიცია
შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:
1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით აბიტურიენტების რეგისტრაცია 11−17 სთ. (ოთახი № 226).
8 სექტემბერი - შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება;
9-16 სექტემბერი - შემოქმედებითი ტურების ჩატარების პერიოდი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 2 987 188 ელ-ფოსტა: doctorate@conservatoire.edu.ge მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10
|