ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი
06.09.2016
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი 2016 წლის 26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს
სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი - წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და მრავალაჟამიერი: მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად.
სიმპოზიუმი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით ტარდება.
|
|