2018 წლის 21-23 ნოემბერს ლისაბონში (პორტუგალია) NOVA Contemporary Music Meeting- ის ორგანიზებით ტარდება კონფერენცია თემაზე: NCMM 2018-Composing Music Today.
კონფერენციის თემატიკა მრავაფეროვანია და მოიცავს სხვდასხვა დისციპლინას:
1. საკომპოზიციო პრაქტიკა, შესრულება და რეცეფცია;
2.მუსიკის ისტორია, თეორია და ანალიზი - რა არის თანამედროვე კომპოზიციის გამოწვევა მუსიკის ისტორიისა და ანალიზის კუთხით?
3. მუსიკის ფილოსოფია და ესთეტიკა;
4. მუსიკოლოგია ინტერტექსტუალობა და აუთენტურობა;
5. აუდიტორიის აღქმა და ცნობიერება;
6. მუსიკალური ჟღერადობის, ბგერის ტრანსკრიფცია, რეპრეზენტაცია და ნოტაცია;
7.ბგერის ტექნოლოგია და სამუსიკო ინდუსტრია;
8. მუსიკა და სურათი (კადრი);
9. ბგერის ხელოვნება, ინსტალაცია და გამოფენა;
10. Soundscape (ბგერის გავრცელების აკუსტიკური გარემო), ბგერის ეკოლოგია;
11. მუსიკალური მემკვიდრეობის დოკუმენტირება და დაცვა;
12.მუსიკა და განვითარებადი კულტურები და საზოგადოება, კულტურული მემკვიდრეობა და ინკლუზიური საზოგადოება;
კონფერენციის თემატიკა და პრობლემატიკა განიხილება თანაედროვე სამუსიკო ხელოვნებასთან მიმართებაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ბმულზე:
http://fabricadesites.fcsh.unl.pt/ncmm/call-for-papers/
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 15 აპრილი, 2018 წელი.