2018 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას და კონცერტს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ქართულ ტრადიციულ მუსიკას. მონაწილეობა შეუძლიათ ქართული ხალხური მუსიკისა და საეკლესიო გალობის მკვლევრებსა და შემსრულებლებს, მათ შორის, არამუსიკოსებსაც.
ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანმხლები კონცერტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის პროფესიონალი მკვლევრების აღზრდას, მათი გემოვნების სწორად ჩამოყალიბებას. კონცერტი ტრადიციულ შემსრულებლობაზეა ორიენტირებული და გამორიცხავს ე.წ. აკადემიური სასიმღერო სტილის მიმდევარი ანსამბლების, არახალხური საკრავებისა და საკრავთა არატრადიციული ჯგუფების მონაწილეობას.
ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
რეგლამენტი: მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.
მოხსენებები სრული სახით გამოქვეყნდება საკონფერენციო კრებულში. ასევე, იგეგმება საკონცერტო ჩანაწერის გამოცემაც.
ვადები:
ა) კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის - ონლაინ რეგისტრაცია და თეზისების გამოგზავნა მისამართზე nato_zumbadze@yahoo.com
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx/ Times New Roman;
ზომა: 12;
ინტერვალი: 1,5;
ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ.;
მოცულობა: არაუმეტეს 2 გვერდისა.
ბ) კონცერტში მონაწილეობის მსურველებისთვის - ჩანაწერების (არანაკლებ 5 ნიმუშისა) გამოგზავნა მისამართზე nato_zumbadze@yahoo.com
შეტყობინება კონფერენციაში და კონცერტში მონაწილეობის (დაშვება/არ დაშვების) შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, პროფ. ნატალია ზუმბაძეს:
ტელ.: +995 591 051 501