სტუდენტი კომპოზიტორების საყურადღებოდ!
29.02.2016
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტ-კომპოზიტორებს გთავაზობთ მცირე მასშტაბის სავიოლინო პიესის შექმნას. პიესას შეასრულებს ცნობილი იაპონელი მევიოლინე ქენ აისო . ეს თქვენ მოგცემთ საუკეთესო საშუალებას შექმნათ ექსპერიმენტული ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკრავისთვის, და მოისმინოთ საკუთარი მუსიკა მსოფლიო რანგის მუსიკოსის შესრულებით!
პიესის მოთხოვნები შემდეგია:
• კომპოზიცია უნდა იყოს სოლო ვიოლინოსთვის, ან ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის • პიესის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს • პიესაში გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე სავიოლინო ხერხები • პარტიტურები/პარტიები უნდა იყოს აკრეფილი „ფინალეს“ ან „სიბელიუსის“ ფორმატით • პიესის პარტიტურის, ან პარტიტურისა და პარტიების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი • დასრულებული პარტიტურები/პარტიები უნდა ჩააბაროთ პროფ. მარინა ადამიას (ტელ. 595 29 62 64) ან ასოც.პროფ. მაკა ვირსალაძეს (ტელ. 592 25 34 74) • მასტერ-კლასი ჩაიწერება და აიტვირთება you-tube-ზე
მასტერ-კლასი, რომლის განმავლობაშიც შესრულდება თქვენი კომპოზიციები გაიმართება 2016 წლის 17 ივნისს.
|