კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი ხორციელდება „საავტორო სტუდიის“ მიერ, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისროს დაფინანსებით, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.
კონკურსის წლევანდელი წლის სიახლეა ის, რომ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ასაკის შემსრულებლები. მათთვის პრიზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაწესდება. ჯგუფები კი დაკომპლექტდება მას შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილის განცხადება იქნება მიღებული.
პროგრამა: I ტური – ეტიუდი და პიესა (თავისუფალი არჩევანი); II ტური – პოლიფონიური ნაწარმოები და პიესა (თავისუფალი არჩევანი); III ტური – გალა კონცერტი (თავისუფალი არჩევანი).
კონკურსი გაიმართება ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის კამერული ორკესტრის სინფონიეტას საკონცერტო დარბაზში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:http://stumari.ge/classical-guitar-competition