• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ერასმუს+ საინფორმაციო დღე ახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადება
15.10.2018

 

 

 

 

 

18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი მასპინძლობს Erasmus+ -ის საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ პროგრამის საინფორმაციო ღონისძიებას - ახალი საგრანტო კუნკურსის გამოცხადება.

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში. საქართველო პროგრამის ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული ქვეყანაა - სასტიპენდიო გაცვლითი პროგრამების რაოდენობების მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულშია.

წელს პირველად საქართველომ რეგიონული ბიუჯეტის გარდა დამატებით მოიპოვა 6 მილიონი ევრო, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას მოხმარდება. ეს თავის მხრივ დამატებით 800-მდე გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტსა და 10-მდე სხვადასხვა ტიპის პროექტს გულისხმობს.

დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, უნივერსიტეტების, სტუდენტური ორგანიზაციების, საქართველოში განათლების სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
 

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.erasmusplus.org.ge


erasmus.georgia@gmail.com

(+995) 593103399

(+995) 577467146











 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE