სპილენძის ჩასაბერ საკრავთა VIII საერთაშორისო კონკურსი 23.12.2016
2017 წლის 2 – 6 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში, სტანისლავ მონუშკოს სახელობის მუსიკის აკადემია მართავს სპილენძის ჩასაბერ საკრავთა VIII საერთაშორისო კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მუსიკოსს, რომელიც დაბადებულია 1987 წლის 2 მაისის შემდეგ. შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 6 მარტამდე.