თსკ-ს განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის განვითარება და გაზრდა. სწორედ ამ მიზნით ჩაერთო კონსერვატორია Erasmus + პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თსკ-ს სტრატეგიული ამოცანების მიღწევას, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითრებას და თსკ-ს პოზიციონირებას საერთშორისო დონეზე.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარება მაქსიმალურად გამოვიყენოთ კონსერვატორიის აკადემიური და ადმინისტარციული პერსონალის პოტენციალი მობილობის პროგრამაში. ამასთან, შევსებული განაცხადი ხელს შეუწყობს ა) აკადემიური პერსონალის გაცვლის სწორ და დროულ დაგეგმვას; ბ) გაცვლით პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი ინფორმაციის თავმოყრას და შეგროვებას.
განაცხადის გადმოგზავნის ბოლო ვადაა 1 თებერვალი, 18:00 სთ, 2016
განაცხადის ფორმა საშემსრულებლო ფაკულტეტის და კომპოზიციის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის
განაცხადის ფორმა მუსიკის ისტორიის, თეორიის, ქართული ხალხური შემოქმედების მიმართულებების აკადემიური პერსონალისთვის
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ საერთშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს,
ოთახი 225
ტელ/ფაქსი: +995 32 2 987 186
email: inter@conservatoire.edu.ge