საერთაშორისო კონკურსი “ფრანც შუბერტი და თანამედროვე მუსიკა”
18.07.2016
2018 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში გაიმართება კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსი “ფრანც შუბერტი და თანამედროვე მუსიკა”.
კონკურსი გაიმართება დისციპლინებში: 1. დუეტი ფორტეპიანოსა და მომღერლისათვის (ლიდი);
კონკურსის მიზანია წაახალისოს კამერული მუსიკის ჟანრში ახალი ნაწარმოებების შექმნის პროცესი. ამდენად, კონკურსში ჩაერთვებიან კომპოზიტორებიც და მე -3 კატეგორიაში – ტრიო ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსათვის – შექმნიან ნაწარმოებს, რომელიც იქნება ერთ-ერთი სავალდებულო ნაწარმოები კონკურსის III ტურში შესასრულებლად.
ნაწარმოების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი. მონაწილეობის მიღება შეუძლია კომპოზიტორს, რომელიც დაბადებულია 1978 წლის 1 მარტის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:www.schubert.kug.ac.at
|
|