შიდაშესარჩევ კონკურსს მეთოდური რესურსის შექმნისთვის
09.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N315 ბრძანების შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ქვეპროგრამა “ორიენტირის“ ფარგლებში, სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ხელმეორედ აცხადებს შიდაშესარჩევ კონკურსს მეთოდური რესურსის შექმნისთვის, რომელიც განხილული იქნება კონფერენცია-ფორუმის “სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა“ ფარგლებში. აღნიშნული რესურსი უნდა იყოს განკუთვნილი დაწყებითი, საშუალო ან უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო რგოლისთვის და მოიცავდეს მუსიკალურ-თეორიული, მუსიკის ლიტერატურის, მუსიკის ისტორიის, ქართული ფოლკლორის, კომპოზიციის სწავლების (მათ შორის, ელექტრონული/დისტანციური) მეთოდიკასთან დაკავშირებულ თემატიკას. კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი".
ბიუჯეტი: ა) აღნიშული კონკურსისთვის გამოყოფილია 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.
დოკუმენტაცია: ახალ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დოკუმენტაციის მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. კონკურსანტებმა დადგენილ ვადებში ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ: ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა); ბ) საპროექტო განაცხადი განაცხადი pdf ფორმატით (საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაერთოს ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები).
ვადები: ა) 2020 წლის 8 მაისი - 20 მაისი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu.ge ბ) 2020 წლის 22 მაისი 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის ბოლო ვადა; გ) 2020 წლის 28 მაისი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი“-ს მიხედვით; დ) 2020 წლის 29 მაისი - საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება.
|