ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი
06.04.2020
ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი საგანმანათლებლო/საგამომცემლო პროექტებისთვის.
კონკურსი ცხადდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N315 ბრძანების შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ქვეპროგრამა “ორიენტირის“ ფარგლებში, რომლის პრიორიტეტია საგანმანათლებლო რესურსის (ბეჭდური და ელექტრონული საგანმანათლებლო/შემოქმედებითი/სამეცნიერო პროდუქტის) შექმნა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. შესაბამისად, შიდასაკონსერვატორიო კონკურსზე წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა გულისხმობდეს სამუსიკო განათლების უმაღლესი რგოლისთვის სასწავლო რესურსის/ების შექმნას (ნებისმიერი სპეციალობით).
კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი"
ბიუჯეტი: ა) საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს.
დოკუმენტაცია: ახალ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დოკუმენტაციის მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. კონკურსანტებმა დადგენილ ვადებში ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა); ბ) საპროექტო განაცხადი.
ვადები: ა) 2020 წლის 6 აპრილი - 20 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu.ge ბ) 2020 წლის 23 აპრილი, 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის ბოლო ვადა; გ) 2020 წლის 24-28 აპრილი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ; დ) 2020 წლის 29 აპრილი - საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება; ე)პროექტის დასრულების ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრისა.
|