22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისსა და რეგიონებში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი. 22 სექტემბერს, ფესტივალის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე (12 სთ., მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1 თსუ პირველი კორპუსის ეზო), სხვა დაწესებულებებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტები:
1. „აკუსტიკური სტოუნჰენჯი“ - მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინსტალაცია; ინტერაქტიული აუდიო გარემო, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა თავისი წვლილი შეიტანოს კომპოზიციის მსვლელობაში;
2. კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული გამოცემები. გამოფენის თემატური ხაზი:
- სანოტო დამწერლობის განვითარების ეტაპები,
- გამოცემები, რომლებიც ეძღვნება მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან მუსიკის ურთიერთკავშირს,
- ქართველ კომპოზიტორთა პირველი სანოტო გამოცემები,
- მუსიკალური ცხოვრება 1918 -1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოში,
- კონსერვატორიის უახლესი გამოცემები.
3. მუსიკა და ბავშვები.
საფესტივალო დღეებში - 24 სექტებრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით - კონსერვატორიაში ჩატარდება ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც გაუძღვება კონსერვატორიის ასოც. პროფ., პიანისტი ნინო ჟვანია.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებ-გვერდზე: www.sif.ge