12 სექტემბერი 2016
დადგენილება № 1/2016
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის
დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და არჩევნების
ჩატარების თარიღის დადგენის თაობაზე
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07.07. №05/90 ბრძანებით დამტკიცებული
”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის
წესდების” მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, გამოცხადდეს არჩევნები, კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს 13 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე, რექტორის არჩევნები ჩატარდეს 21 ოქტომბერს.
2. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არჩევნების ტექნიკურად უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
3. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დადგენილების შესაბამისად.
5. გადაწყვეტილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის კანცელარიას.
6. გადაწყვეტილების კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.
7. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს გაზეთში - ”24 საათი”.
8. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მოსამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
9. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
კანდიდატთა სარეგისტრაციო საბუთების ნუსხა