მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი
15.04.2015
2015 წლის 15-27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში
VI კონკურსში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 160-მდე კონკურსანტი მონაწილეობს.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება 4 სპეციალობაში: საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი და ვოკალი.
გარდა ძირითადი კონკურსანტებისა, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებენ კონკურსგარეშე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი პროფ. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით.
კონკურსის დამფუძნებლები არიან ქ. თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომლებიც ტრადიციულად აფინანსებენ აღნიშნულ კონკურსს.
კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”.
კონკურსს სხვადასხვა წლებში მხარს უჭერდნენ, აგრეთვე, სხვადასხვა კომპანიები, კერძო პირები, უცხო ქვეყნის საელჩოები საქართველოში.
კონკურსის გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი.
www.tbilisipiano.org.ge/საქართველოს_მუსიკოს_შემსრულებელთა_კონკურსი |
|