ქართველი მუსიკოსების წარმატება
30.03.2015
იტალიის ქალაქებში ბარსა და ჩიტა დი კრისტიანოში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოდან ოთხი მუსიკოსი გაემგზავრა.
პიანისტთა კონკურსში პირველი ადგილი ელენე გირმისაშვილმა მოიპოვა. ვოკალისტთა კონკურსში პირველ ადგილზე გიორგი მჭედლიშვილი, მეორე ადგილზე გიორგი ჭელიძე და მესამე ადგილზე მარიამ ბარათაშვილი გავიდნენ. |
|