საერთაშორისო კონფერენცია: "მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი"
18.12.2014
კონფერენცია მიზნად ისახავს მულტიკულტურალიზმის მრავალფეროვანი პრობლემატიკის განხილვას და ეროვნული იდენტობის წარმოჩენას გლობალიზაციის ეპოქაში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევარებს, მეცნიერებს მუსიკოლოგიისა (მუსიკის ისტორია, მუსიკის თეორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია) და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროდან.
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული. კონფერენციაზე არჩეული მოხსენებები დაიბეჭდება თბილისის კონსერვატორიის სამეცნიერო კრებულში.
მონაწილეთა რეგისტრაცია: ონლაინ რეგისტრაცია რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2015 წლის 5 იანვარი.
ავტობიოგრაფიის (არაუმეტეს 200 სიტყვა) და ქართულენოვანი თეზისების (არაუმეტეს 200 სიტყვა) მიღების დრო: არაუგვიანეს 2015 წლის 12 იანვრისა.
გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე საორგანიზაციო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 2015 წლის იანვრის ბოლოს და შეატყობინებს მონაწილეებს.
მოხსენებების და ინგლისურენოვანი თეზისების გამოგზავნა - არაუგვიანეს 2015 წლის 10 თებერვლისა.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს.
ტექსტის გაფორმების პარამეტრები: ქართულენოვანი ტექსტი - ფურცლის ფორმატი -A4, შრიფტი AcadNusx, ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5; ინგლისურენოვანი ტექსტი - ფურცლის ფორმატი -A4, შრიფტი Times New Roman, ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5. მასალები გამოგზავნეთ ელ. მისამართზე - science@conservatoire.edu.ge
მოხსენების რეგლამენტი - 20 წუთი (მოხსენების წაკითხვისა და დისკუსიისთვის).
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, კონცერტი და კულტურული პროგრამა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: e-mail: science@conservatoire.edu.ge ტელ.: +995 322 98 71 88 www.conservatoire.edu.ge; facebook: Science Research Department - TSC
|