პარასკევს, 20 მარტს, 16:00სთ-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება საინფორმაციო ტური - ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის.
ტურს გაუძღვება კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, რომელიც ფაკულტეტების დეკანებთან ერთად დაინტერესებულ სტუმრებს გააცნობს კონსერვატორიის სასწავლო პროგრამებს.
კონსერვატორიის რექტორი აბიტურიენტებს დაათვალიერებინებს კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიას და საკონცერტო დარბაზებს, სადაც ჩაბარების შემთხვევაში მათ მოუწევთ სწავლა და მუშაობა.