სვიატოსლავ რიხტერი - 100
09.03.2015
11 დან 26 მარტის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტების ციკლი გაიმართება, სადაც ლ. ვ. ბეთჰოვენის ყველა, 32 საფორტეპიანო სონატა შესრულდება. შვიდი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება და მასში კონსერვატორიის სტუდენტები და სამუსიკო სემინარიის ორი მოსწავლე მონაწილეობს. დასკვნით, მე-7 კონცერტზე ბეთჰოვენის ყველაზე ხანგრძლივი 29-ე სონატა აჟღერდება, რომელსაც მსმენელი ეკრანზე ს. რიხტერის შესრულებით მოისმენს.
|
|