საკომპოზიტორო კონკურსი სტუდენტებისათვის
04.03.2015
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიტორო კონკურსი სტუდენტებისათვის აკაკი წერეთლის პოეზიაზე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად
კონკურსის მიზანია სტუდენტთა შორის აკაკი წერეთლის პოეზიის პოპულარიზაცია, სტუდენტ-კომპოზიტორების მოტივაციის ამაღლება, საზოგადოების ყურადღების მიქცევა თანამედროვე მუსიკის ახალი ნიმუშებისადმი.
კონკურსის პირობები:
-
მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტ-კომპოზიტორებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურიდან.
-
ნაწარმოები უნდა იყოს შექმნილი აკაკი წერეთლის პოეზიის ნებისმიერ ნიმუშზე (ლექსზე, ლექსის ან პოემის ფრაგმენტზე).
-
ნაწარმოები უნდა იყოს ნებისმიერი ვოკალური ხმისა და ფორტეპიანოსათვის, ნაწარმოების ხანგრძლივობა უნდა იყოს 4-6 წუთი.
-
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო ნაწარმოების 3 ამობეჭდილი ეგზემპლარი დევიზით, ელექტრონული ვერსია (pdf და finale ან Sibelius-ს ფაილები), ასევე აუდიო ვერსია - აუდიო ფაილი ცოცხალი ჩანაწერით, დასაშვებია finale ან Sibelius-ის, ან სხვა ნებისმიერ პროგრამაში შესრულებული აუდიო ვერსია.
-
კონკურსი დახურულია. ავტორის ვინაობა მოთავსებული უნდა იყოს ცალკე დევიზიან კონვერტში,კონვერტი გაიხსნება მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში.
-
ნაწარმოების მიღების ვადებია: 18 - 29 მაისი.
-
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული ნაწარმოები.
-
გაიცემა ორი პრემია: პირველი პრემია 300 ლარის, მეორე 200 ლარის ოდენობით.
-
ჟიურის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
-
|