აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
21.09.2015
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2015/2016 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე „ბალეტის ხელოვნება“ (IV საფეხური).
რეგისტრაციისთვის აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მოთხოვნები შემოქმედებითი ტურისთვის: I. სპეციალობა. წინასწარ მომზადებული ქორეოგრაფიული ნომრის ჩვენება. II. გასაუბრება ხელოვნების განვითარების ძირითადი ტენდენციები;
შემოქმედებითი ტურებისა და პროფესიულ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლო წლის დაწყებამდე აპლიკანტები ვალდებულები არიან დეკანატში წარმოადგინონ: 1. განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე); 2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი; 3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი და ასლი; 4. 3 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე); 5. გამოცდების საფასურის (20 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
|
|