სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში, გთხოვთ, 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით წერილობით შეავსოთ თანხმობის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამის დეკანატში (სპეციალობის მიხედვით)
პროგრამაში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:
· იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული (სწავლის დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელიწადზე
მეტი)
· გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით: საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული უნდა იყოს მინიმუმ “B” (81-90 % - ძალიან
კარგი)
თანხმობის ფორმის ნიმუში თან ერთვის მოცემულ განცხადებას ---- თანხმობის ფორმა