მიხეილ ედიშერაშვილს ვულოცავთ წარმატებას!
08.07.2015 22 დან 26 ივნისის ჩათვლით ბელორუსიის ქალაქ მოგილევში სასულიერო მუსიკის XXI საერთაშორისო ფესტივალი «Магутны Божа» გაიმართა. ფესტივალი საგუნდო და ვოკალური კოლექტივების კონკურსს მოიცავდა, რომლის ჟიურის წევრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასოც. პროფესორი და საქართველოს საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ედიშერაშვილი იყო. მიხეილ ედიშერაშვილი თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და ბაკალავრიატის გუნდის ხელმძღვანელიცაა. ფესტივალის ფარგლებში ანსამბლ "მე რუსთველი"-ს სოლო კონცერტები გაიმართა.
|
|