სტუდენტური საკომპოზიტორო კონკურსის შედეგები
09.06.2015 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აკაკი წერეთლის პოეზიაზე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად სტუდენტური საკომპოზიტორო კონკურსის შედეგები 2015 წლის 9 ივნისს 11 საათზე შედგა აკაკი წერეთლის პოეზიაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების გამოსავლენად სტუდენტური საკომპოზიტორო კონკურსის ჟიურის მუშაობა: ნაწარმოებების მოსმენა, ნოტების შეფასება და საბოლოო შეფასება. ჟიურის წევრები იყვნენ: ვაჟა აზარაშვილი, ომარ მინდორაშვილი, ნანა მიქაბერიძე, შავლეგ შილაკაძე, გიორგი (გოგი) ჩლაიძე. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი პრემია არ გაიცა, მეორე პრემია მიენიჭა ნაწარმოებს დევიზით "154". დანარჩენმა ნაწარმოებებმა დააგროვეს ერთნაირი ქულები, მაგრამ ნაწარმოებს დევიზით "8611" მიეცა რეკომენდაცია აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოზე შესრულებისათვის. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიხსნა გამარჯვებული ნაწარმოების დევიზიანი კონვერტი და დადგინდა ავტორის ვინაობა, მეორე ადგილის მფლობელი გახდა მე-4 კურსის სტუდენტი თენგიზ ნოზაძე ასოც. პროფ. გიორგი შავერზაშვილის კლასი. რეკომენდაცია შესრულებისათვის მიეცა დოქტორანტურის მე-3 სემესტრის სტუდენტს თამარ ფუტკარაძეს (ასოც. პროფ. ეკა ჭაბაშვილის კლასი). ვულოცავთ მე-2 ადგილის მფლობელს თენგიზ ნოზაძეს და მის პედაგოგს ბატონ გიორგი შავერზაშვილს. |
|