ბიბლიოთეკას დაემატა ახალი სერვისი
17.03.2016
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკას დაემატა ორი ახალი სერვისი. ელექტრონული გაცემა და ელექტრონული დაჯავშნა.
ერთეული ინახება მკითხველის მიერ ბიბლიოთეკართან კონსულტაციის შემდეგ არაუმეტეს 3 (სამი) დღის განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ ბრუნდება აქტიურ ფონდში. დაჯავშნილ საბიბლიოთეკო ერთეულზე სხვა მკითხველის მხრიდან მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში, ჯავშანი უქმდება 2 (ორი) დღის შემდეგ; წიგნის დაჯავშნისას მკითხველი შეტყობინებას იღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით; საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის მკითხველს შემდეგ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო ერთეული ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით; თუ ის არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში, როგორ ისარგებლოს ბიბლიოთეკათშორისი მომსახურებით ან სხვა რა ალტერნატიული მასალის გამოყენება შეუძლია.
|
|