• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტი
26.03.2018

 

 

 

 

 

 

 

2018 წლიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, პრიორიტეტის „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში, დაგეგმილია სახელმძღვანელოებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოცემის ხელშეწყობა, რომლის მიზანს საგამომცემლო პროცესის სტანდარტიზაცია, სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო რესურსის შექმნა წარმოადგენს. სახელმძღვანელო უნდა ეფუძნებოდეს სტუდენტის საჭიროებებს და უზრუნველყოფდეს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.


იმისათვის, რომ დასაფინანსებელი სახელმძღვანელოების თუ სხვა საჭირო სასწავლო რესურსის შერჩევის პროცესი წარიმართოს საჯაროობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, სტუდენტებისა და ავტორთა ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნით, შერჩევის კრიტერიუმებსა  და პრიორიტეტებს განსაზღვრავს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო.


აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული  პროექტის შერჩევის კრიტერიუმები და პრიორიტეტები გამოქვეყნდება კონსერვატორიის ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE