• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია
15.03.2016

 

 

 

 

 

 

 


2016 წლის 24 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას და ფოლკლორულ კონცერტს.

 

კონფერენციის თემატიკა მოიცავს ქართულ ტრადიციულ მუსიკას. მონაწილეობა შეუძლიათ ქართული ტრადიციული მუსიკის (სიმღერა-გალობის, საკრავების) მკვლევრებსა და შემსრულებლებს, მათ შორის, არამუსიკოსებსაც.

 

ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანმხლები ფოლკლორული კონცერტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის პროფესიონალი მკვლევრების აღზრდას, მათი გემოვნების სწორად ჩამოყალიბებას. ფოლკლორული კონცერტი ტრადიციულ შემსრულებლობაზე არის ორიენტირებული და გამორიცხავს ე.წ. აკადემიური სასიმღერო სტილის მიმდევარი ანსამბლების, არახალხური საკრავებისა და საკრავთა არატრადიციული ჯგუფების მონაწილეობას.
 
ინფორმაცია  სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება - 20 წთ.; დისკუსია -  10 წთ.


 
20 აპრილამდე - ონლაინ რეგისტრაცია (განაცხადის შევსება) და  თეზისების  გამოგზავნა მისამართზე nnninuli@yahoo.com
 
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx/ Times New Roman

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

ველები  ყველა მხრიდან: 2,0 სმ.

მოცულობა:  არაუმეტეს 2 გვერდისა.

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით.
 
ფოლკლორულ კონცერტში მონაწილეობის მსურველებმა 20 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ თავისი  ჩანაწერები (არანაკლებ 5 ნიმუშისა) მისამართზე nnninuli@yahoo.com
 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, პროფ. ნატო ზუმბაძეს:
ტელ.: +995 591 051 501.

 

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE