• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კატო ლანგნესის ვორკშოფები კონსერვატორიაში
22.03.2015

 

22 - 28 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას სტუმრად ეწვევა Notam-ის (ნორვეგიული ტექნოლოგიის ცენტრი მუსიკასა და ხელოვნებაში) სტუდიის მთავარი ხმის ინჟინერი კატო ლანგნესი, რომელიც კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის ვორკშოპებს ჩაატარებს.

 
ვორკშოპები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება (24 დან 27 მარტის ჩათვლით) და იქნება ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა აუდიოს მიქსი, მასტერი და კონცერტის გახმოვანება.

 
პროექტის კვირის დასასრულს, პარასკევს, 27 მარტს 18:00 საათზე კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გაიმართება ელექტრო აკუსტიკური მუსიკის კონცერტი, სადაც შესრულდება თანამედროვე, პოპულარული ნორვეგიელი კომპოზიტორების და მათთან ერთად რეზო კიკნაძის ნაწარმოებები.

 
პროექტი Notam-ისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით
ხორციელდება.

 
პროექტის ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიის (MTS) მენეჯერი მარიამ ღვინიაშვილი

 

იხილეთ ვიდეო  ©კოკა ნიკოლაძე


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE