• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

შ.რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი
06.02.2019

 

 

 

 

 

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგებმა - ასოცირებულმა პროფესორებმა ნინო ჟვანიამ და ეკა ჭაბაშვილმა, ასევე მოწვეულმა პედაგოგმა თამარ ჟვანიამ მოიპოვეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი ფუნდამენტური კვლევისთვის "შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე". პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება.

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 535 საპროექტო განაცხადი, მათგან 80 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე 455 პროექტი შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რის შედეგადაც დასაფინანსებლად შეირჩა 80 პროექტი.
ვულოცავთ კონსერვატორიელებს ამ წარმატებას და ნაყოფიერ კვლევით საქმიანობას ვუსურვებთ მოცემული პროექტის ფარგლებში.

ასევე იხილეთ ფონდის ოფიციალური ვებ გვერდის ბმული: http://rustaveli.org.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE