• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი
27.09.2018

 

 

 

 

 

 

 

22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისსა და რეგიონებში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი. 22 სექტემბერს, ფესტივალის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში, სხვა დაწესებულებებთან ერთად,მონაწილეობდა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. კონსერვატორიის პროექტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

წარმოდგენილი იყო შემდეგი პროექტები:
1. „აკუსტიკური სტოუნჰენჯი“ - მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინსტალაცია; ინტერაქტიული აუდიო გარემო, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა თავისი წვლილი შეიტანოს კომპოზიციის მსვლელობაში;
2. კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული გამოცემები. გამოფენის თემატური ხაზი:
- სანოტო დამწერლობის განვითარების ეტაპები,
- გამოცემები, რომლებიც ეძღვნება მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან მუსიკის ურთიერთკავშირს,
- ქართველ კომპოზიტორთა პირველი სანოტო გამოცემები,
- მუსიკალური ცხოვრება 1918 -1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოში,
- კონსერვატორიის უახლესი გამოცემები.
3. მუსიკა და ბავშვები.

 

საფესტივალო დღეებში - 24 სექტებრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით - კონსერვატორიაში ასევე ტარდება ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც უძღვება კონსერვატორიის ასოც. პროფ., პიანისტი ნინო ჟვანია.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE