• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები
11.09.2018







 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებს.

კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2018 წლის 18 სექტემბრიდან და გაგრძელდება 2018 წლის 25 სექტემბრის  ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, ოთახი
N228
არჩევნების თარიღი 2018 წლის 28 სექტემბერი.

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატი

უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 (ოთხი) წლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე)კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.

კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) პროფესორად ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;

ე) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ).

 

აკადემიური საბჭოს არჩევნების წესი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 
2 98 70 27


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE