• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სტუდენტთა საყურადღებოდ!
03.09.2018

 

 

 

 

 

 

 

2018-19 სასწავლო წელი იწყება 17 სექტემბერს

 

(იხ. აკადემიური კალენდარი)




გაცნობებთ, რომ:

  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოა სემესტრული რეგისტრაციის გავლა (გამოცხადება შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში);
  • სტუდენტთა აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 03 სექტემბრიდან – 11 სექტემბრის ჩათვლით (სამდივნოში - №230).


აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას; საგნობრივი რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია მიმართოს სამდივნოს. მათ შორის, ყველა პირველკურსელმა უნდა გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები; საგნობრივი დავალიანების დროს აკადემიური რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე; 


ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტზე; იგულისხმება სტუდენტის მიერ ბანკში სწავლის საფასურის გადახდა; მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების მეოთხედს. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასლი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამდივნოში. საგნობრივი დავალიანების დროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;

იხ. საბანკო რეკვიზიტები.



საბაკალავრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 2250 ლ.

სამაგისტრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3000 ლ.

სადოქტორო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3200 ლ.



რეგისტრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში

სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!!!



შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამაზე "მუსიკა და დღევანდელობა" (მუს. ტექნოლოგია/მუს. ჟურნალისტიკა) ჩარიცხულმა პირველკურსელმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ:


  • განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი;
  • 6 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე) ელექტრონული (დისკზე) და ამობეჭდილი სახით;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი და ასლი.




 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE