• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“
21.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში  თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც   მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.

 

პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.

 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც   მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.
 
სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

  • ხელოვნება
  • სპორტი
  • განათლება
  • ვეტერინარია
  • სამართალი
  • ტრანსპორტი
  • ჯანდაცვა და მედიცინა
  • არქიტექტურა მშენებლობა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
  • არქიტექტურა-მშენებლობა

 
სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) ოჯახის წევრ სტუდენტებს.


სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 8 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Tbilisi.gov.ge.

 

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE