• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

"მე მიყვარს კლასიკური მუსიკა"
11.10.2016





 

პარასკევს, 21 ოქტომბერს 16:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პირველი საჯარო ლექცია-კონცერტი გაიმართება.

 

პირველ ლექცია-კონცერტს თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნინო ჟვანია წარუძღვება, რომელიც მსმენელს მოუთხრობს, თუ როგორ შეიქმნა კლასიკური მუსიკა.  წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკის ნიმუშები ახალგაზრდა მუსიკოსების შესრულებით და გამოყენებული იქნება აუდიო-ვიდეო მასალა.

კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა “მე მიყვარს კლასიკური მუსიკა” კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.

2016/2017 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება 10 ერთსაათიანი საჯარო ლექცია-კონცერტების მეორე სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა ეპოქას, რომელიც თავის მხრივ სხვადასვა ჟანრს, სტილს,და კომპოზიტორს გააერთიანებს. თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები: კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია და მირიან ხუხუნაიშვილი.

 

კონცერტები ჩატარდება თვეში ერთხელ 2016 წლის ოქტომბრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2016/2017 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად მოქმედებს სპეციალური აბონემენტი, ასევე კონკრეტულ კონცერტზე მოსახვედრად შესაძლებელია ერთჯერადი ბილეთის შეძენა.

 

 


 


წამყვანები








google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE