• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა-მუსიკა
15.09.2016

 

 

 

 


თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2016-2017 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე - მუსიკა:


პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:
•    ხანგრძლივობა: 1 წელი (60 კრედიტი);
•    მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში.

სწავლის საფასური:
•    თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებისთვის გამოყოფილია სახელმწიფო გრანტი. გრანტის განაწილება ხდება უსდ-ს მიერ განსაზღვრულ საგნობრივ გამოცდაში მიღებული შეფასების მიხედვით;
•    თუ პირი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას, სწავლის გადასახადი შეადგენს 2150 ლარს (თანხის გადახდა შესაძლებელია ოთხ ეტაპად);
•    მასწავლებლის მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
რეგისტრაციის და გამოცდის ჩატარების განრიგი:

•    26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით აპლიკანტების რეგისტრაცია სასწავლო დეპარტამენტში

(12-17 სთ.)
•    30 სექტემბერს  გამოცდის განრიგის  გამოცხადება;

•    გამოცდა - საგამოცდო ბილეთით განსაზღვრული საკითხების მიხედვით მუსიკის გაკვეთილის დაგეგმვა (წერითი) და ჩატარება (პრაქტიკული).



 აპლიკანტებმა  რეგისტრაციისას  უნდა  შემოიტანონ  შემდეგი  საბუთები:
•    განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);
•    საქართველოს მოქალაქის  პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
•    3 ფოტოსურათი (3X4 ზომით);
•    ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
•    მასწავლებელის საგნობრივი გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
•    გამოცდის საფასურის (20 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები)

დამატებითი ინფორმაცია განთავსდება 25 სექტემბერს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27 
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge

მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE