• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სტუდენტთა საყურადღებოდ!
15.09.2016

 

 

 

 

 

 

 

2016-17 სასწავლო წელი იწყება 19 სექტემბერს ( იხ. აკადემიური კალენდარი ) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია  იწარმოებს დეკანატებში 12 – 16 სექტემბერს.


 

ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია:


1. კონსერვატორიაში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული  რეგისტრაციის გავლა კონსერვატორიაში დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.
2. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტებზე.
3. ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ ბანკში სწავლის საფასურის გადახდას (იხ. საბანკო რეკვიზიტები). გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასლი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში.
4. კონსერვატორიაში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება წელიწადში 2 ჯერ, ხოლო თანხის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს წელიწადში 4 ჯერ თანაბარი პროპორციით.

 

 

 

აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია:

 

1. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს ყოველი სემესტრის დაწყებამდე სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას.
2. აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია მიმართოს შესაბამის დეკანატს, რომელიც უზრუნველყოფს ამ სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას.
3. ყველა პირველკურსელი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები.

 

ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა საგნობრივი დავალიანების მქონე სტუდენტებისთვისაც!

რეგისტრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE