მოგეხსენებათ, დღეს 28 ოქტომბერს მოხდა ჰაკერული თავდასხმა ქართული ვებ გვერდების რიგ მისამართებზე. მათ შორის იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვებ გვერდი www.tsc.edu.ge. აღნიშნული გარემოების გამო გარკვეული პერიოდით საიტზე წვდომა იყო შეზღუდული და მისი გახსნისას ჩნდებოდა ორგანიზაციისთვის შეუსაბამო შინაარსის გამოსახულება.
კონსერვატორიის ადმინისტრაცია მიმართავს საიტის ტექნიკური მხარდაჭერის კომპანიას, რათა დადგინდეს მომხდარის ზუსტი მიზეზი.
კონსერვატორიის ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა ხერხს და გაამკაცრებს კიბერუსაფრთხოებას, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.
როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ ფაქტზე, ანუ მაშტაბურ კიბერშეტევაზე შსს-მ დაიწყო გამოძიება.
ამჟამად კონსერვატორიის საიტზე წვდომა სრულად არის აღდგენილი.