• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კონსერვატორიის პროფ.-მასწავლებელთა კამერული მუსიკის კონცერტი
11.01.2018

 

 

 

 

 

 

9 იანვარს, კულტურის სამინისტროში გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ნანა დიმიტრიადი, თამარ გაბარაშვილი, გიორგი შავერზაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნათია ივანიშვილი, ირმა გიგანი და რევაზ ხაინდრავა.

იხილეთ ფოტოგალერეა


მიხეილ გიორგაძემ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა, კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის განსაკუთრებით მდიდარი საიუბილეო თარიღების რაოდენობით იყო. შესრულდა სასწავლებლის 100 წლისთავი, გარდა ამისა, აღინიშნა 10 პროფესორ-მასწავლებლის იუბილე: ნანა დიმიტრიადი - 85, თამარ გაბარაშვილი - 80, მანანა ახმეტელი - 80, რევაზ თავაძე - 80, თენგიზ მუშკულდიანი - 90, გივი მუნჯიშვილი - 80, ამირან გირგვლიანი - 80, ნანა ხუბუტია - 75, მანანა დოიჯაშვილი - 70, გულიკო კარიაული - 70, ხოლო ნანა ავალიშვილი - 80. თითოეულ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების სამყაროში, ქართული მუსიკალური კულტურის ღირსეულად წარმოჩენაში.

 

 

(წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE