ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა მეხუთე კონკურსი 27.02.2018
დაიწყო განაცხადების მიღება "ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა მეხუთე კონკურსი"-სთვის.
კონკურსი ჩატარდება თბილისში, 2018 წლის 10-11 ნოემბერს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 12-დან 16 წლის ჩათვლით ნებისმიერ პიანისტს საქართველოს ყველა რეგიონიდან.
კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებული ანკეტა-განაცხადი და სრული პროგრამა უნდა გაიგზავნოს არა უგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა.