![]() 29.09.2017
25 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში ჩატარდა უზეირ ჰაჯიბეილის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. საქართველოს სახელით ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საფესტივალო გუნდმა თბილისიდან ლიანა ჭონიაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა: თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდი (ხელმძღვანელი: მიხეილ ედიშერაშვილი) და თსუ-ს სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი: ლაშა მიროტაძე).
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია ულოცავს ფესტივალის მონაწილეებს წარმატებულ გამოსვლას!
https://news.day.az/culture/935537.html
|
|