• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი
06.09.2016

 

 

 

 

 

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი 2016 წლის 26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  ფინანსური მხარდაჭერით ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს

 

  
მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობს 55 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 21 ქვეყნიდან, ამათგან 23 მეცნიერი საქართველოდან.  სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში იმართება. მათში მონაწილეობას მიიღებენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი CONCORDU LUSSURZESU

 

 

სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი - წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და მრავალაჟამიერი: მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად.
და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი -სუფრული სიმღერები კახეთში.

 

სიმპოზიუმი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით ტარდება.

 

სიმპოზიუმის პროგრამა


სიმპოზიუმის ბუკლეტი

         

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE