• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
02.09.2016

 

 

 

 

 

 

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა ჩასარიცხად გამოყოფს შემდეგ ადგილებს



გარე მობილობა:

 

საბაკალავრო პროგრამა

  •  ჯაზის ხელოვნება – 3 ადგილი
  •  მუსიკა და დღევანდელობა (მუსიკის ტექნოლოგია, მუსიკის ჟურნალისტიკა)  – 7 ადგილი

 

 

სამაგისტრო პროგრამა

  •   საშემსრულებლო ხელოვნება (სპეციალობები: სოლო აკადემიური სიმღერა, საორკესტრო ჩასაბერი საკრავები) – 2 ადგილი

 



გარე  მობილობის
  მსურველი  სტუდენტები  უნდა  დარეგისტრირდნენ  ელექტრონულ პორტალზე  27 ივლისიდან 18  აგვისტოს  18:00  სთ-მდე. 
იხ. ბმული:
  http://eqe.gov.ge/geo/static/47/mobility-timelines
ელექტრონულ პორტალზე გარე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს 12:00 სთ-ზე.
იხ. ბმული:
  http://eqe.gov.ge/geo/static/255/Results

შიდა მობილობა:
საბაკალავრო პროგრამა
•    საშემსრულებლო ხელოვნება – 1 ადგილი (სპეციალობა: საორკესტრო ჩასაბერი საკრავები)
•    ჯაზის ხელოვნება – 1 ადგილი

მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტების მიღება სასწავლო დეპარტამენტში – 31 აგვისტო – 2 სექტემბერი
    (12:00 – 16:00 სთ., ოთახი N228).
ბ) შემოქმედებითი ტურები –  5, 6 სექტემბერი;
    შემოქმედებითი ტურის შედეგები: 5 სექტემბერი  -  ჯაზის ხელოვნება, საორკესტრო-ჩასაბერი საკრავები; 6 სექტემბერი - ჯაზის ხელოვნება, საორკესტრო ჩასაბერი საკრავები
გ) კრედიტების აღიარება, სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 7 სექტემბერი;
დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ  ბრძანების პროექტის მომზადება და  წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 8-9 სექტემბერი.

მობილობაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. განცხადება კონსერვატორიის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სტუდენტის პირადი საქმის ასლი (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);

შენიშვნა: კრედიტების აღიარებისას კომისია საჭიროების შემთხვევაში უფლებას იტოვებს მოითხოვოს გავლილი სასწავლო კურსების მოკლე აღწერილობა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027,  (+995 555) 41 20 71   
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE