• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონის პრეზენტაცია
10.05.2016

 

 

 

 

 

 

 

19 მაისს, 17:00 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (კამერული დარბაზი აუდიტორია #307) გაიმართება პრეზენტაცია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში მომზადებული პროექტისა „სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონი“.

 

 

პროექტი „სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონი“ განხორციელდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ მოპოვებული გრანტის (# LE / 37 / 1-140 / 13) ფარგლებში. მომზადდა ელექტრონული ლექსიკონის დესკტოპ (DVD) და web-აპლიკაციები.

 

 

ლექსიკონში წარმოდგენილია ჰიმნოგრაფიულ, ჰიმნოლოგიურ, საეკლესიო მუსიკისმცოდნეობით ტერმინთა და ცნებათა განმარტებები, ახლავს მულტიმედიური დანართები (ფოტო, აუდიო, ვიდეო, midi ფაილები).

 

 

პროექტზე მუშაობდნენ:


პროექტის ავტორი და
სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით შუღლიაშვილი
თანაავტორი: თამარ ჩხეიძე
პროგრამირება: ლევან შუღლიაშვილი
მულტიმედია: ლევან ვეშაპიძე
ხმის რეჟისორი: მარიამ ღვინიაშვილი
დიზაინი: გიორგი ბაგრატიონი

 


 









google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE