XIX საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ იწყება 12.12.2016
XIX საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ უკვე მეცხრამეტედ კონსერვატორიის დიდ დარბაზში „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14 - 28 დეკემბერს ტარდება.
წელს, "საახაწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში 9 ღონისძიება გაიმართება.
ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული, საორღანო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოებს.
მსგავსად წინამორბედებისა, წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობენ:
♫ პიანისტები: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ლუკა დებარგი (საფრანგეთი), ანტონი ბარიშევსკი (უკრაინა) და ალექსანდრე კორსანტია.
♫ მსმენელის წინაშე წარსდგება პოლონელი ორღანისტი მარეკ შტეფანსკი.
♫ რუბრიკა „დებიუტში“ წარმოდგენილია ფოლკლორული მუსიკის კონცერტი - ანსამბლი „ადილეი“.
♫ ფესტივალის ფარგლებში ჯაზის ორი საღამო გაიმართება: აარონ გოლდბერგის (აშშ) და კარელ ბოლეს ტრიო (ნიდერლანდები) დიდი დარბაზის სცენაზე 18 და 19 დეკემბერს დაუკრავენ.
♫ ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე ახალი მუსიკის საღამოს წარმოადგენს.
♫ კამერული მუსიკის კონცერტი ცნობილ ქართველ მევიოლინეს მარინე იაშვილს ეძღვნება.
ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში გურამ თიკანაძის 50-იანი წლების ფოტო გამოფენა იქნება წარმოდგენილი.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.